ავტორი:

"პაატა იმნაძის დედა, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს და "გურული დღიურების" ფონდისთვის გვაძლევს" - გიორგი კეკელიძე

"პაატა იმნაძის დედა, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს და "გურული დღიურების" ფონდისთვის გვაძლევს" - გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე პაატა იმნაძის დედის ქველმოქმედების სესახებ პოსტს აქვეყნებს. იგი 90 წლის ქალბატონის შესახებ წერს, რომ პაატა იმნაძის დედა მისი უფროსი მეგობარია და ქველმოქმედია:

"რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია.

აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.

ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა“. - წერს კეკელიძე.

დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა პაატა იმნაძის დედის პოსტი, რომელზეც მისმა შვილმა ასეთი კომენტარი დაუწერა: "დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ“. სწორედ ამის შემდეგ გამოაქვეყნა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი.

გიორგი ანწუხელიძის შვილებს "გურული დღიურების ფონდის" სტიპენდია დაენიშნებათ

"დედა უთხრა, ახლავე მოვალ სახლშიო და გაწყდა კონტაქტი" - რას ჰყვებოდა მამა დაკარგულ შვილზე, რომლის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს

მტკვარში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს