ავტორი:

"დედა უთხრა, ახლავე მოვალ სახლშიო და გაწყდა კონტაქტი" - რას ჰყვებოდა მამა დაკარგულ შვილზე, რომლის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს

"დედა უთხრა, ახლავე მოვალ სახლშიო და გაწყდა კონტაქტი" - რას ჰყვებოდა მამა დაკარგულ შვილზე, რომლის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს

მტკვარში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას რამდენიმე წუთის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები" - ნათქვამია ინფორმაციაში.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 31 წლის ვეფხვია ხაჩიძეა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

იგი ბოლოს სათვალთვალო კამერებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დააფიქსირა, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ თვითმკვლელობის ვერსიის დაჯერება უჭირთ. როგორც გუშინ "კურიერთან" საუბრისას, დაკარგული ბიჭის მამამ ლერი ხაჩიძემ განაცხადა, მის შვილს ბოლო კონტაქტი დედასთან ჰქონდა.

"ჩემმა მეუღლემ დაურეკა და წამებში გაწყდა კონტაქტი. უთხრა, ახლავე მოვალ სახლშიო. არაფერი პრობლემა არ ჰქონია, ერთი ბიჭი ჰყავს" - ამბობდა ვეფხვია ხაჩიძის მამა.

გარდაცვლილის ახლობლების ცნობით, სახლიდან გასვლის მომენტში ის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

ბათუმისა და ქობულეთის ბულვარში განთავსებულ კარვებში 712 პირის ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 1 პირს დაუდასტურდა

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

როგორია შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა - ლევან რატიანი უახლესი ინფორმაციით