ავტორი:

4 983 გარდაცვლილი და 70 387 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის უახლესი მაჩვენებლები მსოფლიოდან

4 983 გარდაცვლილი და 70 387 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის უახლესი მაჩვენებლები მსოფლიოდან

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3177 ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"