ავტორი:

ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს

ამირან გამყრელიძე - ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში ნუ მიხვალთ, მოხალისეებს ვთხოვ, დაეხმარეთ მარტოხელა პირებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ტემპერატურის ქონისას ნუ გამოვლენ სახლიდან და ნუ მივლენ მედიკამენტისა თუ პროდუქციის საყიდლად აფთიაქებსა და მაღაზიებში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამირან გამყრელიძემ განუცხადა, სასურველია, აფთიაქებში სადეზინფექციო საშუალებები მოქალაქეებისთვისაც იყოს ხელმისაწდომი, შენობაში შესვლამდე და გამოსვლის დროსაც.

"აფთიაქებმაც უნდა დაიცვან სისუფთავე. უნდა დალაგდეს ხშირად, აუცილებელია იყოს სანიტარიზაცია, რომ შევა ადამიანი - ხელი დაიმუშავოს, რომ გამოვა - ისევ დაიმუშაოს ამ სადეზინფექციო საშუალებებით. თვითონ მოსახლეობას ვურჩევ, რომ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ჰყავს გამგზავნი, სიცხიანი ნუ გამოვა სახლიდან და ნუ მივა აფთიაქში, იყოს სახლში. ამასთან, ვიცით, რომ ეს დაავადება გარკვეულწილად აზიანებს ასაკში შესულ ადამიანებს, უფრო მეტი რისკია ასაკში შესული ადამიანებისთვის, ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს, წითელ ჯვარს, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი ფაკულტეტების სტუდენტებს, მოხუცს სოლიდარობის ფარგლებში დაეხმარნონ და როცა ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, სიცხიანმა კი არ იაროს აფთიაქში, ამაში დაეხმარონ სტუდენტები, მიუტანონ წამალი და რაც საჭიროა ამ ხალხს - ვინც მარტოხელაა და გამგზავნი არ ჰყავს, ამაზე ვსაუბრობ. ახლა ასევე ხშირია სურდო, გრიპი და ხალხს ჰგონია კორონავირუსი, თუმცა ეს მაინც სხვა რესპირაციული ვირუსებია, რაც გავრცელებულია, ამიტომ ასეთ დროს ნუ გამოვლენ გარეთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთან გრძელვადიანი მჭიდრო კონტაქტია გადამდები და არა მოკლევადიანი კონტაქტები.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"