ავტორი:

ბოლო 24 საათის განმავლობაში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალი შემ­თხვე­ვა არ დაფიქსირებულა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალი შემ­თხვე­ვა არ დაფიქსირებულა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

უწყების ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი. ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1100 კი - თვითიზოლაციაში. 70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"