ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთან დაკავშირებით დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც პირველის მსგავსად ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ტესტი გუშინ ჩაუტარდა და პირველადი ტესტირებით კორონავირუსზე მისი პასუხი ნეგატიურია.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ცნობილი 26 თებერვალს გახდა. შუახნის მამაკაცი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ამ დროის მონაცემებით, სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge კვლავ მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში - 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"