ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღარაა" - თენგიზ ცერცვაძე

"კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღარაა" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ახალი კორონავირუსის გამო მძიმე იყო, გაუმჯობესებისკენ მიდის.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მისი მდგომარეობა საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის აღარ არის.

„ის პაციენტი, რომელზეც ეგ ინფორმაცია არის, 44 წლის მამაკაცი, მისი მდგომარეობა უკვე უმჯობესდება და აღარ არის საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებს, რომ საქართველოში ერთი პირი კორონავირუსისგან განიკურნა, ცერცვაძე ამბობს, რომ „ორგანიზაციამ იჩქარა ამ მონაცემის გამოქვეყნება“, თუმცა, დასძინა, რომ „ამით არაფერი შეცვლილა და არაფერი დაშავდება“.

„დღეს თუ არა ხვალ იქნება უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 33-ია, კარანტინის რეჟიმში 427 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"