ავტორი:

"დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან" - მარინა ეზუგბაია

"დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ჩეხეთის მოქალაქეების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

"დაინფიციებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში, ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში, ძირითადად. ჩვენს ცენტრს გარეთ გამოცხადდა რამდენიმე მიმღები დაწესებულება COVID 19-ისთვის. 28 პაციენტი არის ინფექციურში და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მაგრამ მათ შორის არ არიან ჩეხეთის მოქალაქეები!

არ არის სწორი მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ჩეხეთის მოქალაქეებზე არ არის პასუხი მიღებული დასტური დაავადებაზე, რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, ასეთ პასუხს გაგცემთ" - აღნიშნა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე.

რამდენიმე საათის წინ, გუდაურში მდებარე კაფე-რესტორანმა "მთვრალი ალუბალი" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, რადგან სავარაუდოდ კორონავირუსის ინფექციის მქონე ჩეხი ტურისტები იმყოფებოდნენ მათთან და რესტორანი ამის გამო დაიკეტა. "მთვრალი ალუბლის" პოსტში განმარტებული იყო, რომ ინფორმაცია ამის შესახებ, მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიაწოდეს.

ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, მათ ქვეყნებში დაუდასტურდათ.

როგორც კასრაძე სოციალურ ქსელში წერს, ტურისტებმა ეს ინფორმაცია მიაწოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ, მათ ნაწილს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

"საქართველოში მათ არ დადასტურებიათ კორონავირუსი" - რას წერს გუდაურში მოგზაურ ჩეხ ტურისტებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, კლინიკას დღეს დატოვებს, თუმცა ერთი კვირა თვითიზოლაციაში გადავა - როგორ არიან ინფიცირებული პაციენტები