ავტორი:

პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, კლინიკას დღეს დატოვებს, თუმცა ერთი კვირა თვითიზოლაციაში გადავა - როგორ არიან ინფიცირებული პაციენტები

პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, კლინიკას დღეს დატოვებს, თუმცა ერთი კვირა თვითიზოლაციაში გადავა - როგორ არიან ინფიცირებული პაციენტები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს საავადმყოფოს. კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი, კლინიკის დატოვების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აუცილებლად თვითიზოლაციაში გადავა“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა, საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. მას ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით ფასდება.

„პნევმონიით 8 პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენაც წავალთ. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მდგომარეობა აქაც მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება. მაგრამ, მე სულ ვლაპარაკობ, რომ ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია აუცილებლად არ ნიშნავს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას, ამაში მონაწილეობს როგორც ორგანიზმური პასუხი, ასევე თვითონ ვირუსის ხასიათი და აქედან გამომდინარე, დაავადების პროგრესირება შეიძლება ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-ს შეადგენს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"