ავტორი:

ლალი მოროშკინას ახალი წიგნი - „სამი დღე ვაქცინამდე“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია

ლალი მოროშკინას ახალი წიგნი - „სამი დღე ვაქცინამდე“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია

პროფესორისა და მწერალ ლალი მოროშკინას წიგნის „სამი დღე ვაქცინამდე“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეძენა უკვე შესაძლებელია.

მსოფლიოს ახალი გადანაწილება, სატახტო თამაშები, პოლიტიკური ინტრიგები, დახურული სამეცნიერო ლაბორატორიები, გენმოდიფიცირებული ადამიანები, ვირუსული ეპიდემია და რა თქმა უნდა, სიყვარული, ლალი მოროშკინას პოლიტიკურ რომანში "სამი დღე ვაქცინამდე".

„მე დიდი ხანია ვმუშაობ გასაიდუმლოებული ლაბორატორიების თემატიკაზე, გენეტიკოსის შვილი ვარ და შესაბამისად დიდი ინფორმაცია მაქვს.ეს მასალები მზადდებოდა და ახლა ტრილოგიად გამოიცემა. დღეს რაც მსოფლიოში ხდება ბიოლოგიური ომია, გავლენების გადანაწილების თემაზე. აქ მთავარი მოთამაშეები ამერიკელები და ბრიტანელები არიან. მე რომანს მხატვრული სახე მივეცი, მაგრამ ფაქტები უტყუარია.

ვფიქრობ მალევე გამოვცემ მეორე და მესამე ნაწილს. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ რეალურად ეა ბაქტეტიოლოგიური ომია და არ დავმარცხდეთ ამ ომში! საქართველოს გადარჩენის ყველა შანსი აქვს.“ -პროფესორი, PRტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე წიგნის გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან biblusi.ge, სახლში მიწოდების უფასო სერვისით.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეორე თავი)

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ

28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა