ავტორი:

მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საქართველოშია ხელმისაწვდომი

მამაკაცის მიზეზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც საქართველოშია ხელმისაწვდომი

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ მე-6 წყვილს შვილოსნობის პრობლემა აქვს. იყო დრო, როდესაც უშვილობის დიაგნოზი ასოცირდებოდა მხოლოდ ქალის პრობლემასთან, თუმცა დღეს იგივეს ვერ ვიტყვით. მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა პროცენტულად გაუტოლდა ქალის ფაქტორით განპირობებულ უშვილობას და შეადგინა 35 %. აქვე აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის ერთდროული პრობლემა გვხვდება 20 %-ში, ხოლო დარჩენილ 10% ში - საქმე გვაქვს უცნობი წარმომავლობის უშვილობასთან.

როგორც რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრის IVF Georgia-ს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ნანა კვერნაძე განმარტავს, მამაკაცთა უნაყოფობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.

“მამაკაცის უშვილობის გამომწვევი მიზეზები იყოფა რამდენიმე ჯგუფად, ესენია:

სამედიცინო მიზეზები: ვარიკოცელე, ინფექციები, ზურგის ტვინის დაზიანებები, ანტისპერმული ანტისხეულები, ჰორმონალური დარღვევები, მილების დეფექტები, ქრომოსომული დეფექტები (რაც ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათისაა), ასევე სქესობრივი კავშირის პრობლემა.

გარემო ფაქტორები: სამრეწველო ქიმიკატები, ტოქსინები, მძიმე მეტალები, ტყვია, რადიაცია, დასხივება, მაღალი ტემპერატურა და გადახურება.

ცხოვრების წესი და სხვა მიზეზები: ალკოჰოლი, თამბაქო, ემოციური სტრესი, დეპრესია, ჭარბი წონა, ხანგრძლივად ყოფნა მჯდომარე პოზიციაში, მჭიდრო საცვლები, ლეფტოფთან ხანგრძლივი მუშაობა ისეთ პოზიციაში, თუ ის იწვევს სათესლე ჯირკვლების გადახურებას.

თითოეული ეს საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ, რეალურად გავლენას ახდენს მამაკაცის ნაყოფიერებაზე,“ - განმარტავს ნანა კვერნაძე.

სპეციალისტების განმარტებით, თუ ერთწლიანი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ვერ მიიღო ორსულობა, უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს, რა დროსაც მოხდება როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამოკვლევა და მიზეზების დადგენა.

„ჩვენთან მოსულ თითოეულ წყვილს ვიკვლევთ დეტალურად. მამაკაცის შემთხვევაში სპერმის ანალიზის საფუძველზე ხდება სპერმაში ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობის, მოძრაობის, სიცოცხლისუნარიანობის, მორფოლოგიის შეფასება. როგორც წესი, მამაკაცებში უნაყოფობა ხშირად გამოწვეულია სპერმაში სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაციით ან არარსებობით - აზოოსპერმიით. მიზეზის დადგენის შემდეგ უკვე ვწყვეტთ, ინდივიდუალურად თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის თუ რომელი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია იქნება ეფექტური ,“ - განმარტავს IVF Georgia-ს ემბრიოლოგი თამარი დვალი.

არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების 2 მეთოდი: სტანდარტული ინ ვიტრო ინსემინაცია და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). ინ ვიტრო ინსემინაცია გულისხმობს წინასწარ დამუშავებული კვერცხუჯრედის და სპერმის ერთ სინჯარაში მოთავსებას, სადაც სპერმატოზოიდი თავად ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, ხოლო ICSI წარმოადგენს მიკრომანიპულაციას, რომლის დროსაც, ემბრიოლოგს მიკროსკოპის ქვეშ, მიკროპიპეტით თავად შეჰყავს მის მიერ არჩეული საუკეთესო პარამეტრის მქონე სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. ICSI-ის მეთოდს დიდი უპირატესობა გააჩნია მამაკაცთა ფაქტორით განპირობებული უშვილობის მკურნალობის დროს.

თამარი დვალის განმარტებით, აღნიშნული პროცედურები ეფექტურია, როდესაც სპერმა შეიცავს სპერმატოზოიდებს, თუმცა არსებობს აზოოსპერმიის შემთხვევები, როდესაც სპერმა არ შეიცავს სპერმატოზოიდებს. ამ დროს სპერმას ვიღებთ სათესლე ჯირკვლიდან ასპირაციის ან სათესლე დანამატებიდან მიკროქირურგიული ჩარევის გზით (TESA Testicular sperm aspiration). ემბრიოლოგის მიერ მიღებულ მასალაში ხდება მოძრავი სპერმატოზოიდების მოძიება და აღმოჩენის შემთხვევაში ატარებს ICSI-ის პროცედურას.

„ჩვენი კლინიკის სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აზოოსპერმიის უმეტეს შემთხვევებში აქ ჩატარებული ტესტიკულარული სპერმის ასპირაციის (TESA) პროცედურა წარმატებულია, ვინაიდან უმეტესწინად ვპოულობთ მოძრავ სპერმატოზოიდს, ვანაყოფიერებთ, ვიღებთ ორსულობას და იბადება ჯანმრთელი ბავშვი. აქვე გავიხსენებ ერთ განსაკუთრებულად რთულ შემთხვევას - ეს იყო ინგლისელი წყვილი, სადაც მამაკაცს არ აღმოაჩნდა არც ერთი მოძრავი სპერმატოზოიდი, მან თავდაპირველად უარი განაცხადა TESA-ს ჩატარებაზე და შესაბამისად მოგვიწია აღებული კვერცუჯრედების გაყინვა. მოგვიანებით პაციენტი ფსიქოლოგიურად მოემზადა პროცედურისათვის და მეორედ ჩამოვიდა საქართველოში, გაკეთდა TESA, სპერმატოზოიდის მიღების შემდეგ გამოვალღვეთ გაყინული კვერცხუჯრედები, წარმატებით ჩატარდა ICSI და მივიღეთ ემბრიონები. მათი გადატანა მოხდა დედის საშვილოსნოს ღრუში და მივიღეთ ორსულობა. დაიბადა ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც უკვე 1 წლის არის.“ - განმარტავს თამარი დვალი.

IVF Georgia პაციენტებს სთავაზობს უშვილობის მკურნალობის სრულ სპექტრს დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა: სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, გაყინული ემბრიონის გამოლღობა-გადატანა, სუროგატი დედის ჩართვა მკურნალობაში, კვერცხუჯრედის/სპერმის დონაცია, ასევე სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის გაყინვა და შენახვა.

უშვილობის რისკის შესამცირებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და დროული მიმართვა ექიმთან.

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე