უნგრეთში აფხაზი პოეტის ბაგრატ შინკუბას ძეგლი გაიხსნა

უნგრეთში აფხაზი პოეტის ბაგრატ შინკუბას ძეგლი გაიხსნა

უნგრეთის ქალაქ კეშკერეშში აფხაზი პოეტის ბაგრატ შინკუბას ძეგლი გაიხსნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

შინკუბას ძეგლი შანდორ პეტეფის დაბადებიდან 161-ე წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გახსნეს. ბიუსტი პეტეფის მუზეუმის ტერიტორიაზე დაიდგა, სადაც იმ პოეტების ძეგლები დგას, რომლებიც პეტეფის შემოქმედებას თარგმნიდნენ.

ძეგლის გახსნის ცერემონიას სოხუმის რეჟიმის კულტურის მინისტრი ნუგზარ ლოგუა, ძეგლის ავტორი ცირა ახბა და პროფესორი სერგეი ბებია დაესწრნენ. აფხაზური დელეგაცია ქალაქის ვიცე-მერმა ლასლო ლაშტოვიცამ მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"