ავტორი:

Ebg.ge, hotsale.ge, allwine.ge, readersland.ge და aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ

Ebg.ge, hotsale.ge, allwine.ge, readersland.ge და aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ

ქართულ ბაზარზე ელექტრონული კომერციის სფეროში ყველაზე აქტიურად მოხმარებადი ვებ-გვერდები, როგორებიცაა ebg.ge, hotsale.ge, readersland.ge, allwine.ge და სულ მალე aptiaqi.ge-ც ყველა კომპანიას სთავაზობენ გამოიყენონ მათი პლატფორმები ონლაინ გაყიდვებისთვის. დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდში “კედარი ვენჩერს”, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვებ-გვერდს აერთიანებს, აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ისინი სრულად აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და კარგად ესმით იმ გამოწვევების სიმძაფრე, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკა დადგეს.

„გადავწყვიტეთ, დისტანციურად დასაქმებულთა და ბიზნესის ხელშესაწყობად, ჩვენი პლატფორმები სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაციისთვის გამოვიყენოთ. კომპანიებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ და თავიანთი პროდუქცია ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე განათავსონ. ჩვენ გვსურს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა პერიოდამდეც საჭირო იქნება, ბიზნესსა და დისტანციურად დასაქმებულებს შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა პროფილის კომპანიას, იქნება ეს საკვები პროდუქტების მწარმოებელი თუ სააფთიაქო, ისარგებლონ უკვე გამართული მზა სისტემებით და მომხმარებელს გაუმარტივონ მათ პროდუქტებზე წვდომა. 10-ზე მეტ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები ვებ-გვერდებზე სხვადასხვა პროდუქციის განთავსებისთვის. აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია”,-განაცხადა კედარი ვენჩერსის დირექტორმა ანი სირბილაძემ.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირი რეკომენდაციები გულისხმობს თავშეყრისა და ხალხმრავალი ადგილებისგან დისტანცირებას. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კომპანიებს, რომ გადავიდნენ ონლაინ გაყიდვებზე.“ - აცხადებს hotsale.ge – ის დირექტორი თათული ზაკალაშვილი

კომპანიებს დაკავშირება შეუძლიათ მოცემულ საკონტაქტო არხებზე:

Kedari Ventures - 558 000 887 , info@kedariventures.com

Hotsale.ge – 2 19 44 88, info@hotsale.ge

Readersland.ge – 577 21 54 69, info@readersland.ge

Ebg.ge – 2 88 07 06 info@ebg.ge

Allwine.ge – 555 57 45 54, info@allwine.ge

Aptiaqi.ge – 557 905 443, info@aptiaqi.ge

სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს - ნახეთ ფოტოები

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს