ავტორი:

"ვარაუდი, რომ რომელიმე ინფიცირებულის წყარო ვერ დავადგინოთ, არსებობს... გვექნება გარკვეული პიკი, რაც შეიძლება, იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე"

"ვარაუდი, რომ რომელიმე ინფიცირებულის წყარო ვერ დავადგინოთ, არსებობს... გვექნება გარკვეული პიკი, რაც შეიძლება, იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე"

იმის ვარაუდი, რომ შეიძლება რომელიმე ინფიცირებულის წყაროს დადგენა ვერ მოვახერხოთ, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი და ეს პიკი შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე, - ამის შესახებ ჟურანლისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არანაირი პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ჯანდაცვის სისტემა მზადაა, მართოს ნებისმიერ სირთულისა და რაოდენობის პაციენტები.

„ჩვენ მუდმივად ვემზადებით ყველაზე რთული სცენარისთვის. შესაბამისად, იმ დაშვებებიდან გამოდინარე, რა რიცხვიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი შემოყვანილი მოქალაქეების რიცხვთან მიმართებაში, იმის ვარაუდი, რომ შეიძლება ჩვენ რომელიმეს წყაროს დადგენა და დადასტურება ვერ მოვახერხოთ, რა თქმა უნდა, არსებობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ გვექნება გარკვეული პიკი და ეს პიკი შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს არანაირი პანიკის საფუძველს, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემა დღესდღეობით არის სრულიად მზად, რომ მართოს ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის პაციენტები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"