ავტორი:

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

თურქული წარმოშობის ამერიკელი ექიმი და ტელეწამყვანი, მეჰმეთ ჯენგიზ ოზი, თავისი არაორდინალური და მკურნალობის ორიგინალური მეთოდებითაა ცნობილი. ოზი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია. ის ალტერნატიული მედიცინის მიმდევარია და ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ.

კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანების დიდი ნაწილი სახლშია, ზოგი დისტანციურად მუშაობს, ზოგიც კი უბრალოდ აკრძალვებს ემორჩილება. ბევრ ქვეყანაში საზოგადოებას სულ მცირე ორი კვირა მოუწევს სახლში ყოფნა.

სოციალურ ქსელებში ამ პერიოდში ხშირად წააწყდებით კითხვას - "რა გავაკეთო ამ ორი კვირის განმავლობაში?". სწორედ ამ კითხვით მიმართა tmz.com-ის რეპორტიორმა ექიმ ოზის.

პროფესორი წყვილებს ურჩევს, რომ არ მოიწყინონ და დაკავდნენ რეგულარული სექსით. ექიმის თქმით, სექსი იმუნურ სისტემას აძლიერებს. იმუნიტეტს კი კორონავირუსთან ბრძოლის დროს განსაკუთრებული როლი აქვს.

"მაქსიმალურად გამოიყენეთ სახლში ყოფნის დრო. გაიჩინეთ ჰობი, იზრუნეთ თვითგანვითარებაზე, წაიკითხეთ წიგნები. გააკეთეთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გსურდათ, მაგრამ დრო არ გქონდათ, მაგალითად, დაიწყეთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, ახალი ენის სწავლა, კომპიუტერული პროგრამების სწავლა.

წაიკითხეთ ფილოსოფოსების წიგნები, გახდით უფრო ჭკვიანები. ნუ უყურებთ მხოლოდ ტელევიზორსა და საინფორმაციოებს.

თუ წყვილი ხართ, საუკეთესო გადაწყვეტილება რეგულარული სექსით დაკავებაა, რადგანაც ეს იმუნურ სისტემას გაგიჯანსაღებთ და დიდხანს იცოცხლებთ. შეიძლება ბავშვიც გეყოლოთ“, - ამბობს ოზი.

სხვათაშორის, მსგავსი რეკომენდაცია უკრაინელ ახალგაზრდებს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც მისცა. მან მოსახლეობას მიმართა, კარანტინის დროს დემოგრაფიულ კრიზისთან ბრძოლით დაკავდნენ.

"ჩვენ სახლში უნდა დავრჩეთ... ახალგაზრდებს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი, მაგრამ არავის უხსნებია დემოგრაფიული კრიზისი. ვფიქრობ, რომ დროა ვებრძოლოთ ამ კრიზისს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გავრცელებულა