ავტორი:

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

"დღეს ავტობუსების ნაკლებობა ან საწვავის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იგეგმება ავტობუსების დამატება დედაქალაქში, რადგან მუნიციპალურ ტრანსპორტზე გაზრდილია მგზავრთა ნაკადი.

კახა კალაძის განმარტებით, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე და აქ, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერა და დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება. მე მგონი ყველა ვხვდებით, რომ დღეს ავტობუსების ნაკლებობა ან საწვავის პრობლემა ნამდვილად არ გაგვაჩნია. შესაბამისად რატომ ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება? ისევ და ისევ საზოგადოების, თქვენი, მოსახლეობის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მე გუშინ ვისაუბრე და დღესაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ მარტო ხელისუფლება ამ ბრძოლაში ვერ იქნება წარმატებული. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. ისევ და ისევ თქვენი ჯანმრთელობის თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დარჩით სახლში! ეს არის ჩემი მოწოდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა შეეზო საქალაქთაშორისო "მარშრუტკებსაც". აღნიშნულმა აკრძალვამ დღეს თბილისში მგზავრთნაკადი გაზარდა როგორც ავტობუსებში, ისე მეტროში.

LIVE: "360 გრადუსი" - ნინო ბურჯანაძე

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს