ავტორი:

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

კორონავირუსის საფრთხის გამო, "ევროვიზია 2020" აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკალური კონკურსის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ კონკურსის ორგანიზატორებს ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ.

"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ევროვიზია 2020, რომელიც როტერდამში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვმსჯელობდით ალტერნატიულ ვარიანტებზე.

თუმცა კორონავირუსის გამო, ევროპაში შექმნილი გაურკვეველი ვითარებისა და ამავე მიზეზით ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების გამო, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღეთ.

ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ "ევროვიზია" ყოველ წელს აერთიანებს აუდიტორიას უკვე 64 წელია და მსოფლიოს გარშემო ჩვენი მილიონობით გულშემატკივრის მსგავსად, ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან დამწუხრებულები ვართ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ევროვიზია 2020"-ის მასპინძელი ქვეყანა ჰოლანდია უნდა ყოფილიყო. საქართველოს კონკურსზე მომღერალი თორნიკე ყიფიანი, საკუთარი სიმღერით აპირებდა გამოსვლას. სიმღერამ Take me as I am დიდი მოწონება დაიმსახურა და Youtube-ზე გამოქვეყნების დღიდანვე საქართველოს ტრენდებში იყო.

10 წლის თურქი მსახიობი გოგონა, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს - "დედამ სამსახური მიატოვა და თავი მას მიუძღვნა"

კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში