ავტორი:

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკითხი, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

როგორც თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კერძო კომპანიებსაც რთული პერიოდი უდგათ, რადგან ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი.

"ძალიან კარგად გვესმის, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურირება. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინაჩუნონ თავისი მუშა მოსამსახურეები და გადაიხადონ ხელფასი.

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, მაგალითად, "თელასი", „ენერგო -პრო“ თუ „თბილისის ენერჯი“, ესენი კერძო კომპანიები არიან და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, როგორც სხვა ბიზნესს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, - განაცხადა თურნავამ.

LIVE: "360 გრადუსი" - ნინო ბურჯანაძე

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს