ავტორი:

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი

კორონავირუსის გარდა, მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც არანაკლები საფრთხისშემცველია - ეს კალიების შემოსევაა, ასობით მილიარდი კალია აღმოსავლეთ აფრიკაში მოსავალს ანადგურებს და კვების კუთხით არსებულ პრობლემებს, კიდევ უფრო ართულებს.

ბოლო ცნობებით, რეგიონში კალიების შემოსევის გამო, მოსავალი ფაქტობირვად განადგურებულია.

პრობლემა მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკას არ ეხება. კალიების გუნდი სხვა ქვეყნებისკენ მიიწევს, ისინი სწრაფად მრავლდებიან და სწრაფად გადაადგილდებიან.

FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) უდიდეს საფრთხეებზე საუბრობს, თუმცა კორონავირუსის გამო მედია და ადამიანები ამ საფრთხეს ვერ ხედავენ, ზიანი კი, შესაძლოა კორონავირუსზე გაცილებით მეტი მივიღოთ.

გაეროს ინფორმაციით, უდაბნოს კალიები აღმოსავლეთ აფრიკას უპრეცენდენტო საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროს თვალსაზრისით. ექსპერტების შეფასებით, კენიაში დაფიქსირებული კალიების გუნდი ნიუ იორკზე სამჯერ უფრო დიდ ადგილს იკავებს და ისინი დღეში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ.

კალიები 2020 წელს სომალის, ეთიოპიას, სუდანს, კენიას, უგანდას უტევენ და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი 400-ჯერ გაიზრდება.

კალიების გუნდი უკვე გამოჩნდა ირანში, ერაყში და მოსალოდნელია, რომ ისინი მალე თურქეთში იქნებიან. მათთან გამკლავება ძალიან რთულია და გაერო მილიარდობით თანხას ხარჯავს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ არის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გაფრთხილებაში ვკითხულობთ, რომ ეს მწერები ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდებიან და თუ დროზე არ მოხდა მათთან ბრძოლა, მათი რაოდენობა შესაძლებელია, 500-ჯერ გაიზარდოს.

მაგალითად, 2003-2005 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ზარალმა 2.5 მილიარდი შეადგინა, მაგრამ მაშინ კალიების შემოსევის მასშტაბები გაცილებით მცირე იყო. FAO-ს შეფასებით, უდაბნოს კალია დედამიწაზე ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რაც მას ყველაზე საშიშ მავნე ორგანიზმად აქცევს.

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი