ავტორი:

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, ბერგამოს საავადმყოფოს ბავშვთა კარდეოლოგი, დავით მათიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:

"ბევრი მწერს და ერთი პოსტიც მივუძღვნათ!

1. I am ok, თბილისში ვარ, სახლში. იტალიიდან პარიზში გავფრინდი სოსოს თამაშზე და შემდეგ უმნიშვნელოვანესი პროექტის დასაწყებად ჩამოვედი. ამასობაში საზღვრებიც ჩაკეტა ლომბარდიამ. ჩვენი პროექტი ზუსტად იმ გართულებების მკურნალობას ეხება, რომელსაც COVID-19 იწვევს, და არა მარტო. დიდი იმედი მაქვს, რომ არსებული ვითარება ხელს არ შეუშლის ჩვენი პროექტის დაწყებას.

2. ჩემი პოსტი, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა, და ბევრიც ღლიცინით და ნიშნის მოგებით რემარკებს მიკეთებს, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტი იყო იმ მომენტისთვის. ყველაზე ცოტა 20 ათასი ადამიანი დამშვიდდა (როგორც თვითონ წერდნენ) და არ აყვა პანიკის იმ პირველ ფაზას, რომელიც იტალიაში ვირუსის აფეთქების ერთ-ერთი პირველ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

3. დღესაც მჯერა, რომ პანიკა სრულიად დამღუპველია. დღესაც მჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც თუნდაც კორონავირუსი აქვს, უნდა დარჩეს სახლში და იმკურნალოს სახლის პირობებში. შეუძლებელია ჯანდაცვის სექტორის სერვისებმა გაუძლონ ყველა მსუბუქსიმპტომიან პაციენტს. აქ შემოდის ჩვენი, როგორც მოქალაქეების როლი. გავუფრთხილდეთ ბაბუებს, ბებიებს, დედებს და მამებს და სხვა რისკ ჯგუფებს, რადგან დღეს ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი ჯანმრთელობა.

4. ახალგაზრდობა არის ყველაზე მთავარი იარაღი, რითიც იტალია ებრძვის ვირუსის ყველაზე რთულ გამოვლინებებს. ჩემი მეგობრები და ახალგაზრდა კოლეგები (გამოცდილი ექიმების ხელმძღვანელობით) 12-14 საათიანი ცვლებში მუშაობენ სკაფანდრების გაუხდელად. ძალიან განვიცდი, რომ არ ვარ იქ და ვერ ვეხმარები, მაგრამ რასაც ვუყურებ არის საფრთხე, რომ საქართველოც მივა იმავე სტადიამდე (იმედი მაქვს, რომ არა, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ for the worst), როდესაც მართლა დასჭირდება მედპერსონალის თავდადება, და ამ დროს მირჩევნია აქ ვიყო, ვიდრე სხვაგან. ამასთანავე შევქმენით ჯგუფი სახელით: “ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალი COVID 19-ის წინააღმდეგ“, სადაც შეძლებისდაგვარად ყველა ახალგაზრდა ექიმს, მედ-სტუდენტს, მედ-დასა თუ სანიტრებს შევკრებთ და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ და ეფექტურ მობილიზაციას მოვახერხებთ.

5. რაც შეეხება ტაშს, ტაში ყველას, ვინც სიტუაციიის პრევენციაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მოდუნება ჯერ ადრეა, ყველაფერი შეიძლება ჯერ კიდევ წინ არის.

სახლში ვინც ვართ კი, არ ავყვეთ პანიკას, არ გადავტვირთოთ სამედიცინო სერვისები 36.9 "სიცხის" გამო და enjoy quality time! Peace".

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

"წინა ზოლშია, ყოველ დღე იბრძვის...ძალიან ვნერვიულობ" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს