ავტორი:

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, აღწერს, როგორ შეძლო ექიმების დახმარებით სახლის პირობებში ემკურნალა საკუთარი თავისთვის და ვირუსი დაემარცხებინა. ქალმა ვრცელი პოსტი "ფეისბუქზე" Covid-19-თან დაკავშირებით შექმნილ ფორუმზე გამოაქვეყნა:

"სალამი, მე ვარ კატო. უკვე სათვალავი ამერია მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი. ესპანეთში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია.

მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან covid 19 თვითმკურნალობის პროცესს. ადრე მქონდა დასმული კითხვა იყო თუ არა ვინმე ამ ვირუსით და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ეს არ არის სირცხვილი, იმიტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე რომ შეიძლება ყველას შეხვდეს.

ჩემს შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემს ქალაქში დაფიქსირდებოდა covid 19 მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და ყველაფერი. მეტროში ვცდილობდი, რომ ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი და ა.შ. მაგრამ ამ ვირუსის დროს ხშირად გვგონია, რომ უცხო ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო, რაც მცდარია, შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა.შ.

რაც შეეხება სიმპტომებს, იყო შემდეგნაირად: დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს დამეწყო მშრალი ხველება. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მე-3 და მე-4 დღე ალბათ იყო ყველაზე რთული. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან ყოველ ჯერზე ჰაერის ჩასუნთვა, ამოსუნთვა იყო ტკივილთან დაკავშირებული. შეგრძნება, ვეცდები აღვწერო. თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებშიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი...

მოკლედ, დავრეკე ჩემს პირად ექიმთან, რომელთანაც უკვე ამ დროისთვის ვიზიტის ჩანიშვნა უკვე გაუქმებული იყო და მარტო შემეძლო სატელეფონო კომუნიკაცია. ჰო, კიდევ მახლდა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სიმპტომები როცა მოვუყევი ჩემს ექიმს, მითხრა რომ covid 19 სიმტომები მქონდა და რადგანაც რისკ ჯგუფში არ შევდიოდი, ვერაფერს გამიკეთებდნენ და უნდა დავრჩენილიყავი სახლში. ვერც გავიდოდი, ვერც ვერავინ შემოვიდოდა ჩემთან.

თავიდან მეგონა რომ მე არა, რანაირად საიდან. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც მადრიდში იყო და ვისთანაც კონტაქტი მქონდა 10 დღის წინ ისიც იგივე სიმპტომებით ცუდად იყო და covid 19 დაუდგინდა. ის რისკ ჯგუფში შედიოდა და მას ჩაუტარეს ტესტი.

მოკლედ, ვაგრძელებ მოყოლას. მეექვსე დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხეები არც ისე მაღალი მქონდა 37.8 , 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინჰალატორით ვებრძოდი, მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა, იმიტომ რომ ისტერიკული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად.

ყველაზე რთული ალბათ მე-8 დღე აღმოჩნდა 2-ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა რომ ვიგუდებოდი (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი (დარჩი სახლში კარანტინში) მოკლედ გადავწყვიტე ჩემით ექიმთან წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე, თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე, რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმა. გვიან ღამით ჩემი ნიღბით ხელთათმანით ფეხით წავედი ჰოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალბათ სულ 2 ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი.

როცა მივედი, ალბათ ეს იყო ყველაზე რთული. მოკლედ, ეკიპირებული ექიმი კითხვით რატომ მოხვედი? პასუხი: ვიხრჩობი. მოკლედ შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის. შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი მატერიალი არ აქვთ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. გადამიღეს რენდგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი ისევ სახლში.

დღეს მე10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს. იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები. ერთადერთი ის მინდა, რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში. მინდა გითხრათ რომ არც ისეთი მომაკვდინებელია covid 19. უბრალოდ მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ რომ თუ ვინმე გყავთ უფროსები, ბებიები-ბაბუები, მშობლები, ან ისეთი ოჯახის წევრები ვისაც პათოლოეგიები აქვთ, შეეცადეთ მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ, საკვები დაუტოვეთ კარებთან. 10 დღე.

პირში მგრძნობელობა დავკარგე, რაც სულაც არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია ესეც მალე დამიბრუნდება. მე რამდენიმე დღე კი ვიყავი ცუდად, მაგრამ არა ისე რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ, იმათვის რთულად გადასატანი იქნება.

რაც მთავარია განეწყვეთ დადებითად. არ აყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო გაგიგრძელდებათ. მიიღეთ ბერვი სითხე. თავს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით სხვებს

პ.ს რაც შეეხებათ ბავშვებს. როგორც აქ ამბობენ ბავშვები ჩუმი მატარებლები არიან და ამიტომაც გვყავს ბავშვები სახლებში გამოკეტილი. ნუ გეშინიათ, თქვენ შვილებს არაფერი დაემართებათ. უმჯობესია, ბებია ბაბუებთან არ დატოვოთ და არც იმ ადამიანებთან, ვინც მაღალი რისკ ჯგუფშია. ნუ გეშინიათ. თუ მე შევძელი თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას" - წერს ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.

კორონავირუსმა ევროპაში იტალიის შემდეგ, ესპანეთი ყველაზე მეტად დააზარალა. ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 28 572 ადამიანს შეადგენს. სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილია 1720, გამოჯანმრთელდა 2575 ადამიანი. შაბათს, მხოლოდ ერთ დღეში, მსხვერპლის რაოდენობა 1326 ადამიანს შეადგენდა.

ქორწილი კარანტინის დროს - ნეფე-დედოფალი და მაყარი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ (ვიდეო)

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა