ავტორი:

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ესპანეთში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.

"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.

პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი : მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი" - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც AMBEBI.GE-ს სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, მარია ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. ის უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დავით მუხრანელის დედა ახალ კორონავირუსს ემსხვერპლა.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრინცესა მარია კორონავირუსით გარდაიცვალა, ტყუილია, ქალბატონი მარია გუშინ მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა მის შვილებზე, მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დედაზე უზომოდ შეყვარებული დავითი ამჟამად თბილისში იმყოფება და არ იცის, როგორ შეძლებს ესპანეთში ჩასვლას... დავითის ძმა უტა საბერძნეთშია, ამიტომ ასევე გაურკვეველია დაესწრება თუ არა უგო დედის გასვენებას.

ესპანეთში ცხოვრობს დავითის და მარია ანტუანეტა. დავით ძალიან განიცდის დედის გარდაცვალებას, ეძებს გზებს ესპანეთში ჩასასვლელად. პრინცესა მარიას (დავით ბაგრატიონის დედას) ძალიან დადებითად ახასიათებენ ის ქართველები, რომლებიც პირადად იცნობდნენ ოჯახს" - გვეუბნება ქართული სამეფო ოჯახის ახლობელი.

დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3265 ადამიანი

"უნდა ვეცადოთ 2021 წელს მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა" - ამირან გამყრელიძე