ავტორი:

დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია

დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია

გუშინ საქართველოს სამეფო კარმა მოსახლეობას ახალი წელი ახალი ამბით მიულოცა. მისალოც ფოტოზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. ქართველი პრინცის მეუღლე ირინა ბეგაშვილია, რომელიც სამეფო სახლმა პრინცესად მოიხსენია.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ვინ არის პრინცესა ირინა და როდის იქორწინა მასზე დავით ბაგრატიონმა. ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს. მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ. დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.

ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ანასთან განქორწინებიდან ძალიან მალე ირინამ და დავითმა ურთიერთობა აღადგინეს და უკვე წლებია რაც მცხეთაში დავითის აგარაკზე ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ კი გააოფიციალურეს ურთიერთობა და პრინცმა მეუღლე საზოგადოებას გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით პირველად წარუდგინა.

ირინა ბეგაშვილი წლების მანძილზე ერთ-ერთ ბანკში პირად ბანკირად მუშაობდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, ირინამ თავის დროზე დავითთან განშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა.

"დავითი და ირინა წლებია ერთად ცხოვრობენ და ძალიან ბედნიერები არიან. დავითი ძალიან კარგად ექცევა ირინას" - ამბობს ის.

დავით ბაგრატიონი ქართულ საზოგადოებაში ცნობილი სკანდალური ცხოვრებით გახდა. ანა ბაგრატიონზე დაქორწინებისა და განშორების შემდეგ, მალე ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრინცი მოდელ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილზეც იყო შეყვარებული და როგორც ტელეწამყვანმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, დავითი მას სასტიკად ექცეოდა და სწორედ ანას გამო მიატოვა.

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ დავითი ანასთან ქორწინებამდე ირინა ბეგაშვილზე იყო შეყვარებული და არა შორენაზე, რომელთანაც მცირეხნიანი რომანი აკავშირებდა. ჩვენი ინფორმაციით სამეფო კარის ორი შტოს წარმომადგენლები დავით ბაგრატიონ მუხრანელი და ანა ბაგრატიონ გრუზინსკი სკანდალური განქორწინებისა და სასამართლო პროცესების მიუხედავად ამაჟამად ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

ანას და დავითს საერთო შვილი გიორგი ბაგრატიონი ჰყავთ, რომელიც მამასთან ერთად ხშირად ჩნდება და საქართველოს სამეფო კარი მას მომავალ მეფედ მოიხსენიებს.

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა