ავტორი:

უცნობი ფაქტები ცნობილი ინფექციონისტის შესახებ - რა ტრაგედია შეემთხვა 2017 წელს მარინა ენდელაძეს

უცნობი ფაქტები ცნობილი ინფექციონისტის შესახებ - რა ტრაგედია შეემთხვა 2017 წელს მარინა ენდელაძეს

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყოველდღიურად მთელი საქართველო ელოდება, როდის გამოვლენ საავადმყოფოს შენობიდან ექიმი-ინფექციონისტები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და უახლეს ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.

საბედნიეროდ კრისიზის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სამი მამაკაცის: პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის გარდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ ორი ქალბატონის თავდადებასა და პროფესიონალიზმზეც არის დამოკიდებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე გამორჩეული პროფესიონალია.

ჯერ კიდევ, ორი კვირის წინ მის შესახებ ერთ-ერთმა მკითხველმა საინტერესო ისტორია მოგვწერა, თუ როგორ გადაარჩინა ენდელაძემ 15 წლის წინ B ჰეჰატიტის ვირუსით ინფიცირებული ქალბატონი, რომელიც მოსკოვში ოპერაციის დროს დაავადდა. როგორც მკითხველი გვიყვება, პაციენტი საქართველოში იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩამოიყვანეს, რომ მისი გადარჩენის იმედი თითქმის არ არსებობდა და სწორედ ქალბატონი მარინას ძალისხმევით ის გადარჩა.

მარინა ენდელაძე შვილთან, ირაკლი ძიმისტარიშვილთან ერთად

ენდელაძე ყოველდღიურად დაუზარებლად მუშაობს და გვაცნობს ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ, ბევრმა კი არ იცის, რომ წლების წინ მას უმძიმესი ამბავი შეემთხვა.

2017 წლის 28 მარტს მისი ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან და წყვილის ერთწლიანი ქორწინება სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.

ქალბატონ მარინას ძალიან გაუჭირდა ერთადერთი შვილის დაკარგვა და როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მდგომარეობიდან გამოსვლაში სწორედ მარინა ეზუგბაია დაეხმარა, რომელთანაც წლების მეგობრობა აკავშირებს.

მარინა ენდელაძეს ჰყავს 16 წლის შვილიშვილი, ჩოგბურთელი ცოტნე ძიმისტარაშვილი, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან

ფიზიკური დაპირისპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება - აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი