ავტორი:

"10 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია და 15 ადამიანის ტესტის შედეგებს ველოდებით" - მარინა ეზუგბაია

"10 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია და 15 ადამიანის ტესტის შედეგებს ველოდებით" - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია, ხოლო 15 პაციენტის ტესტი ხვალ დილით გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ დილით ვთქვით, რომ 9 პაციენტის ტესტირებაზე იყო საუბარი, მაგრამ სანამ ტესტის აღება დასრულდა, მეათე პაციენტი შემოგვემატა. ასე, რომ 10 პაციენტთან დღეს დილით აღებული ტესტი ყველა უარყოფითია. შემდგომში, მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი და მათ პასუხს ხვალ, დილით გავიგებთ",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის თვითიზოლაციას გადის. კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 262.

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - პრემიერი

"ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია, გართულება... შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც" - მარინა ეზუგბაია