ავტორი:

მედია - რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

მედია - რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა „როსპოტრებნადზორმა“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცქინის გამოცდა დიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“COVID-19 ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და კონტროლის მიზნით, “როსპოტრებნადზორის” ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევის ცენტრმა სწრაფად შეიმუშავა ვაქცინების პროტოტიპები, რომლებიც ექვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზეა დაფუძნებული,” - აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტებმა შეძლეს ვაქცინების შექმნა გრიპის ფართოდ გამოყენებული რეკომბინანტური ვირუსული ვექტორების საფუძველზე.

„ამ ეტაპზე აუცილებელია, ვაქცინის მგრძნობიარე ლაბორატორიულ ცხოველებზე გამოცდა,“ - აცხადებენ „როსპოტრებნადზორში.“

მათი განმარტებით, აღიშნული ტესტების მიზანია ვაქცინის ყველაზე ეფექტური დოზის, სიხშირისა და გამოყენების მეთოდების განსაზღვრა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 199 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 1 პაციენტი.

პატრიარქი კირილი მრევლს - "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან"

ჰოლანდიის მთავრობა ჩინეთიდან შეძენილ ათასობით პირბადეს საავადმყოფოებიდან გამოიწვევს

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა - ბოლო ინფორმაცია დიდი ქვეყნებიდან