ავტორი:

"რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა სიმჭიდროვე არ იყოს" - მეუფე ნიკოლოზი

"რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა სიმჭიდროვე არ იყოს" - მეუფე ნიკოლოზი

ჩვენ მიგვაჩნია და წმინდა სინოდში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ინფექცია შეიძლება გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული, შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძება რომ იყოს, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილება შეეხება იმას, რომ ღვთისმსახურების მოსმენა შესაძლებელი იყოს ტაძრის გარეთაც გახმოვანების საშუალებით.

"ცვლილება იქნება სასიკეთო ის, რომ ასეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ყველა ტაძართან, რომ მოახერხონ გახმოვანება მსახურების იმისათვის, რომ არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს და საერთოდ ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. მე ვამბობ, რომ გახმოვანება იქნება და გარეთაც შეიძლება მოსმენა, მაგრამ მთავარი, რაც მინდა გითხრათ, სინოდზე პირდაპირ მე განვაცხადე ეს და მინდა ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს, მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს - არ გადასდო და არ გადაგედება. ანუ, ჩვენ გვეშინია იმის კი არა, რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა ამ წუთას დაინფიცირებული ვიყო.

ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალისწინებთ და არც არის ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში, მისტიურ კავშირში ღმერთთან, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. აზრთა დასხვადასხვაობა იმაში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვაობა არ არის" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კომენტარს ვერ გააკეთებს სხვა მარლთმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებულ წესზე.

"ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.ამას ჰქვია ადგილობრივი ეკლესია, ზოგადი ტერმინია ასეთი.ჩვენ ვართ მსოფლიო მარლთლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრი,მაგრამ ავტოკეფალია ნიშნავს ეკლსიის ფარგლებში შიგნით(არსებობას). ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ.ამიტომ, კომენტარს ვერ გავაკეთებთ სხვა მარლთმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებული წესების შესახებ ,იმიტომ, რომ ეს მათ ტერიტორიაზე კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე წესებია.ჩვენ კი ვადგენთ ამ წესებს , მაგრამ წინასწარ, არავითარ შემთხვევაში, არავისთან ვათანხმებთ",-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია დააფიქსირა პატრიარქმა, მეუფემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ განჩინებით გახდება ცნობილი.

“თუ აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს”

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს

ოფისების თანამშრომლებს არ ეხებათ დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის ბრძანება