ავტორი:

“თუ აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს”

“თუ აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს”

გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემთ მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, ამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნეს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საგანგებო ვითარების გამოცხადების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა საუბარია ხალხმრავლობაზე, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, ეკლესიის მრევლს საშუალება ექნება ღვთისმსახურებას ტაძრის ეზოშიც მოუსმინოს.

"ვხედავთ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი სხვა ქვეყანა და იქ მომხდარი ეს აფეთქება, ეპიდემია დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

ამიტომ თუ არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას, დღესასწაულის აღნიშვნას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვაზე, ერთმანეთზე ზრუნვისათვის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს მაქსიმალურად.

ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემს მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელი არის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნეს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის ვადა 21 აპრილს სრულდება.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი