ავტორი:

"კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო ზიარების წესი არ შეიცვლება" - წმინდა სინოდის გადაწყვეტილება

"კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო ზიარების წესი არ შეიცვლება" - წმინდა სინოდის გადაწყვეტილება

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. შესაბამის საკითხზე დღეს წმინდა სინოდმა იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

"...ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალისწინებთ და არც არის ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში, მისტიურ კავშირში ღმერთთან, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ.

აზრთა დასხვადასხვაობა იმაში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვაობა არ არის" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კომენტარს ვერ გააკეთებს სხვა მარლთმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებულ წესზე.

"ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.ამას ჰქვია ადგილობრივი ეკლესია, ზოგადი ტერმინია ასეთი. ჩვენ ვართ მსოფლიო მარლთლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრი,მაგრამ ავტოკეფალია ნიშნავს ეკლსიის ფარგლებში შიგნით(არსებობას). ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ.

ამიტომ, კომენტარს ვერ გავაკეთებთ სხვა მარლთმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებული წესების შესახებ ,იმიტომ, რომ ეს მათ ტერიტორიაზე კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე წესებია.ჩვენ კი ვადგენთ ამ წესებს , მაგრამ წინასწარ, არავითარ შემთხვევაში, არავისთან ვათანხმებთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია დააფიქსირა პატრიარქმა, მეუფემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ განჩინებით გახდება ცნობილი.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო.

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"