ავტორი:

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე

"ელიავას ბაზრობის" ერთ-ერთი მოვაჭრის ინფორმაციით, მას თანამშრომელმა უთხრა, რომ გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი მილიონს შეადგენს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"თანამშრომელმა მითხრა რომ მილიონზე მეტია ზარალი, რამდენად არის სიმართლე არ ვიცი. ეს ყველფერი დენიდან მოხდაო. შეიძლება დაზღვეულია, ამხელა ფართი ჰქონდა“, - აცხადებს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, "ელიავას ბაზრობაზე", სამშენებლო მასალების საწყობში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს არსებობდა მცირედი დაკვალიანება, რის გამოც თავიდან შემოწმდა ყველა კერა. მეხანძრე-მაშველების სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყობის ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტები შევლენ, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს დაიწყებენ.

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით