ავტორი:

"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს

"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 200-მდე ადამიანია ინფიცირებული, თუმცა მედია, რომელსაც კრემლი ვერ აკონტროლებს წერს, რომ ვითარება გაცილებით მწვავეა და საშიშ ვირუსს რამდენიმე ათასი ადამიანი ებრძვის. ეპიდემიამ შეაღწია შეიარაღებულ ძალებში და ასევე მძიმედ აისახა, მიუსაფარ და მარტოხელა ადამიანებზე...

ვირუსის შიშით მეტროებში, რომელიც მოსკოვში ყველაზე გამოყენებადი ტრანსპორტია, მგზავრების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. რუსი ექიმების ვარაუდით, ეს მხოლოდ დასაწყისია და რამდენიმე დღეში რუსეთის ხელისუფლება ისევე ვერ დამალავს ვითარებას, როგორც ეს ახლა ირანს დაემართა...

გამოცემა rbc.ru-ს ცნობით, 19 მარტს ვირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი თრომბის დიაგნოზით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინამდვილეში გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია, ისევე როგორც დაინფიცირებულების.

პანიკის თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო დაწესებულებებში, ანალიზების პასუხებზე პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ, რამაც ადგილობრივ ექიმებში ეჭვი გააჩინა.

"ნუ მალავ!.." - ამ შინაარსის მოწოდებით სოციალურ ქსელში რუსმა ინტერნეტმომხმარებლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტიანი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

იმავდროულად, პუტინს მიმართვა გაუვრცელეს ადგილობრივმა ექიმებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ჟურნალისტებმა, სადაც ვითარებაზე თვალის დახუჭვას კი არა, სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვენ. მიმართვის ტექსტს გამოცემა kavkaz-uzel.eu ავრცელებს.

ღია წერილს ხელს აწერენ ექიმები თეოდორე კატასონოვი, ალექსეი მასჩანი, პავლე ბრანდi. ასევე ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელი ანასტასია ვასილევა. მათ მოთხოვნას უერთდებიან მწერალი ლუდმილა ულიცკაია, ეკონომისტი სერეი გურიევი, ბლოგერი ირინა პროხოროვა; ჟურნალიტები ლეონიდ პარფენოვი, ეკატერინა გორდეევა, ილია აზარი; მუსიკოსი ალექსეი კორტნევი და სხვები...

სულ 11 150 ადამიანი. ხელმომწერთა რაოდენობა შეზღუდული არ არის და მას თანდათან სხვებიც უერთდებიან. პეტიციის ავტორის, სამოქალაქო აქტივისტის, ალექსეი მინიაილოს ცნობით, ის 4 დღის განმავლობაში კომპეტენტურ ექიმებთან მუშაობდა და გაუხმაურებელ ინფორმაციაზე საკმაოდ ბევრ ინფრომაციას ფლობს...

კერძოდ, წერილის ავტორები ითხოვენ, რომ კორონავირუსთან ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს ბრძოლა. პირველ რიგში, მასობრივი ტესტირება, კარანტინი, მოსახლეობის, მცირე მეწარმეებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერა...

"აუცილებელია, მოქალაქეებმა, რომლებიც დღემდე მუშაობენ პოლიკლინებში, საოფოსე კომპანიებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში, ჩაიტარონ უფასო ტესტი და ანალიზები; კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს უფლება მისცენ, ისარგებლონ უცხოური მაღალი ხარისხის საიმედო ტესტებით;

მხარი დაუჭირონ ყველა სამედიცინო დაწესებულებას და შეუქმნან ყველა პირობა მათ, რომ ეპიდემიას ეფექტურად ებრძოლონ; არ დაუშვან ეპიდემიის აფეთქება სოციალურად დაუცველ ფენაში; მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას, სასწრაფოდ და რაც მთავარია, გამჭვირვალედ; პირველ რიგში, ის ადამიანები გადაიყვანონ კარანტინში, რომლებიც რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან; დაიკეტოს ბაღები, სკოლები და საგანმანთლებლო დაწესებულები, ასევე, კონოთეატრები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები; ყველგან ჩატარდეს სანიტარულ-ჰიგიენური, სადეზინფექციო ღონისძიებები და სხვა..." - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციამ პუტინის მარჯვენა ხელამდე, დმიტრი პესკოვამდე მიაღწია, რომელმაც ხელისმომწერებს განუცხადა, რომ "მათ მიერ შემუშავებულ ღია წერილს განიხილავენ..."

რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას თავისი მოქალაქეებისთვის არ სცალია, რადგან პუტინისთვის განუსაზვრელი ვადით ძალაუფლების გადაცემას ზეიმობს...

"სოციალურად დაუცველი მოხუცებიდან, უმეტესობა რისკ ჯგუფში შედის... რას უნდა ველოდოთ, რამდენ ხანს დამალავთ?!" - წერს ივან კლიაცინი.

"ახლა კი არა, საბჭოთა კავშირის დროს არ იმალებოდა არფერი... ვერც ჩერნობილი დაიმალა, ეს მითუმეტეს, ინტერნეტის ხანაში... ეს ვირუსი უფრო საშიშია, იქნებ ერთხელ მაინც დააფასოთ თქვენი მოქალაქეების სიცოცხლე და რამე იღონოთ, ვიდრე დაღუპულთა რაოდენობა ასობით ათასებს მიაღწევს..." - ურჩევს ოლგა ფერინა.

მთავარი ფოტო: kavkaz-uzel.eu

COVID-19-ის საფრთხის გამო, ლას ვეგასის თავშესაფრიდან გამოყრილ უსახლკაროებს ავტოსადგომზე სძინავთ - "ეს ბარბაროსობაა"

სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"

"არის შემთხვევები, როცა ექიმი უეცრად იღუპება" - იტალიაში კორონავირუსით 66 ექიმი გარდაიცვალა