ავტორი:

სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"

სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"

სომხეთში კორონავირუსით 600-მდე ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 3 გარდაიცვალა. COVID-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოს მეზობელ ქვეყანაში პირველ მარტს დაფიქსირდა. ამჟამად სომხეთში საქართველოს მსგავსად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ინტერნეტ-ტელევიზია 1in.am-ის რეპორტიორი, ჟურნალისტი ელენ ჰოხიკიანი სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს ლოს ანჯელესიდან აკვირდება. ის სომეხი მოქალაქეების განწყობებისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ უყვება AMBEBI.GE-ს.

- ამჟამად აშშ-ში ვარ. საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ში ჩემს ოჯახის წევრებთან ჩამოვედი, რომლებიც უკვე დიდი ხანია კალიფორნიაში ცხოვრობენ. ერთ კვირაში გაუქმდა ყველა რეისი აშშ-დან სომხეთის მიმართულებით და პირიქით, ასე რომ, აქ ჩავრჩი.

წამყვანი და რეპორტიორი ვარ და ამ დროს ძირითადად, ლოს ანჯელესში შექმნილი სიტუაციის გასაშუქებლად ვიყენებ, აქ ბევრი სომეხი ცხოვრობს. ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც სომხეთში ცხოვრობენ, რადგან ჩვენს უმეტესობას ამერიკაში ოჯახის წევრები, მეგობრები ან უბრალოდ, ნაცნობები ჰყავთ.

საინტერესოა ასევე, როგორ ცდილობენ ამ ორი ქვეყნის მთავრობები და თანამდებობის პირები სიტუაციასთან გამკლავებას, როგორ ნაბიჯებს დგამენ კორონავირუსთან ბრძოლაში და არის თუ არა მათ მიერ მიღებული ზომები ეფექტური.

- როგორ აღწერდით სომხეთში შექმნილ ვითარებას, რა არის მთავარი ზომები, რითიც სახელმწიფო ებრძვის დაავადებას?

- ბოლო ერთი კვირაა, სომხეთი კარანტინშია, არის მოთხოვნა, მოქალაქეები სახლში დარჩნენ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო გამოვიდნენ, როგორიცაა სურსათის შეძენა. ჩვენს სამეზობლოში ნებადართულია ვარჯიში ნახევარი საათის განმავლობაში, ასევე, გარეთ გასვლა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ.

რა თქმა უნდა, მოსახლეობას სახლში დარჩენაზე ორიენტირებული შეზღუდვები მაინცდამაინც არ უხარია, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს, რომ აღნიშნული ზომები კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელია და ეს არანაირი კაპრიზი არ არის. COVID-19-თან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად აუცილებლად სახლში უნდა დავრჩეთ და რაც შეიძლება, შევზღუდოთ გადაადგილება, არ უნდა გამოვიწვიოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი ისე, როგორც ეს ზოგ ევროპულ ქვეყანაში ხდება.

- როგორც სომხეთის თანამდებობის პირებმა აღნიშნეს, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანები კარანტინში ვეღარ გადაიყვანონ. თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რომ ეს ვითარება ქვეყანას თავიდან აეცილებინა?

- სომხეთის თანამდებობის პირების თქმით, ვუახლოვდებით ლიმიტს, რომლის მერეც იმ სპეციალურ ადგილებში, რომლებიც სომხეთში პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ მოეწყო, შეიძლება ვეღარ მოახდინონ იმ ადამიანების იზოლირება, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ შეხება.

ამაზე საჯაროდ უკვე იყო დისკუსია და გვითხრეს, რომ ახალი სტრატეგია დაინერგება იმ შემთხვევაში, თუ რესურსების გამოლევის წინაშე დავდგებით. პირებს, რომელთაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდათ დაინფიცირებულებთან, სთხოვენ, თვითიზოლაციას სახლებში, ასევე, ხშირად შეამოწმებენ, თუ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ასეა თუ ისე, გარკვეული დადებითი დინამიკაც შეინიშნება: საავადმყოფოებიდან 30 ადამიანი უკვე გაეწერა, გარკვეულმა რაოდენობამ კი ის დაწესებულებები დატოვა, სადაც იზოლირებულნი იყვნენ. შესაბამისად, გარკვეული რესურსები ჯერ კიდევ გვაქვს

ზოგი ფიქრობს, რომ შემთხვევათა რაოდენობა ნაკლები იქნებოდა, მაგალითად, 100-ზე ცოტა მეტის ფარგლებში და იქნებ, გარდაცვალების შემთხვევებიც თავიდან ყოფილიყო აცილებული, მთავრობას იმ პირების იზოლირება რომ მოეხდინა, ვინც კორონავირუსის ეპიცენტრის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვები დააინფიცირეს.

ჩემი აზრით, ეს არ არის ის კითხვები, რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ამ კითხვებს დავუბრუნდებით, თუ რა გაკეთდა სწორად და რა - არასწორად, მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსთან ომში გაიმარჯვებს... თუმცა ვფიქრობ, რომ ამჟამად იმ ზომებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რომელიც ჩვენს ქვეყნებში მოქალაქეების დასაცავად მიიღება.

- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ გამოიყურება საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ?

- ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთია იმ იშვიათი ქვეყნებიდან, რომელმაც ეს გამოწვევა თავიდანვე საკმაოდ სერიოზულად აღიქვა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა თქვენთან სომხეთამდე 1 კვირით ადრე დაფიქსირდა, ამ მომენტისთვის სომხეთთან შედარებით ბევრად ნაკლები შემთხვევა გაქვთ და არც ერთი გარდაცვალება. ეს განსაკუთრებით ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული დამატებითი ზომების დამსახურებაა, ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების უმეტესობაც ამაზე თანხმდება.

ინდოეთსა და ბანგლადეშს დღეს ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ციკლონი დაატყდება თავს

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

ჩინეთში კორონავირუსმა შესაძლოა, კვლავ იფეთქოს - გაჩნდა ახალი კლასტერი, 108 მილიონი ადამიანი კი მკაცრ კარანტინს დაუბრუნდა