ავტორი:

პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვები არ შეეხო ისეთ უფლებებს, როგორიც არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. მისივე თქმით, მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება.

"ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი დ არც კომენდანტის საათის გამოცხადება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

შს მინისტრი ბოლო დღეებში გაწეული შრომისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

"კვერცხი გადააყლაპეთ, არ ისმის ხმა" - ხმაური პარლამენტის ხხდომათა დარბაზში