ავტორი:

"მადლობა პოლიციელებს, მედიკოსებს, მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს" - პრემიერი

"მადლობა პოლიციელებს, მედიკოსებს, მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მედიკოსს, რომლებიც დღეს 24 საათის განმავლობაში იბრძვიან, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის მუშაკებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაოაბას, ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმისთვის, რომ მათ მომსახურება გაუწიონ.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ პრევენციული ღონისძიებები, რასაც ახლა ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ვირუსი დავამარცხოთ. კიდევ ერთხელ მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ამ მძიმე გამოწვევიდან გამოვალთ გამარჯვებულები," - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ იქნა მიღებული. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება. აღნიშნული ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი გახარიას თქმით, ემიგრანტების ჩამოყვანაში მიხეილ სააკაშვილის დახმარება არ სჭირდება

"ბოკერიას და სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ რეალობას" - მიხეილ სააკაშვილი

"შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს