ავტორი:

"ბოკერიას და სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ რეალობას" - მიხეილ სააკაშვილი

"ბოკერიას და სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ რეალობას" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს, მას "ამბიციებს ნუ გადააყოლებს ობიექტურ ფაქტებს და რეალობას".

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ბატონ ბოკერიას და ყველა სხვას ოპოზიციიდან, ვისაც უნდა გაიზიაროს და ბოლომდე შეხტეს სახელისუფლებო ნარატივის მატარებელზე რომ, თითქოს გუშინ ნაციონალური მოძრაობის ჩავარდნა მოხდა ზუგდიდში და არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა.

აი ესენი არიან კონკრეტულად, სუსის და მერიის თანამშრომლები რომლებიც იყვნენ იმ ხალხმრავლობაში და აქეზებდნენ ხალხს და მაქსიმალურად რევდნენ სიტუაციას - ფოტოებით, სახელებით და გვარებით.ამიტომ კოლეგა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ ობიექტურ ფაქტებს და რეალობას" - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ" 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია. საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

ფაქტის კომენტირებისას, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კრიტიკა დამსახურებულად მიიღო. გიგა ბოკერია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა შეთქმულებასა და პროვოკაციაზე დაიწყო საუბარი. ბოკერიას განმარტებით, ახლა ამის დრო არ არის.

LIVE: "360 გრადუსი" - ხატია დეკანოიძე; ზურაბ ჭიაბერაშვილი; გია ვოლსკი

"ჩემი ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარია, ეს სახლი კი სულ 100 კვ.მ-ია" - მიხეილ სააკაშვილი დედის მიმართვას ავრცელებს

"მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს... გამოვედი და ვმათხოვრობ" - ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან