ავტორი:

"პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები" - დეკანოზი  ჯაღმაიძე

"პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები" - დეკანოზი  ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პირადად პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა განმარტება, თუ რას გულისხმობს 10-კაციანი შეკრების შეზღუდვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, დიდ და მცირე ზომის ტაძრებში ადამიანების ერთნაირი რაოდენობა ვერ იქნება. მისი თქმით, ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ისე, „რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი“.

"ამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით განცხადებამ, რომ 10 -კაციანი შეკრებების ნებართვა არის მხოლოდ ამ რეჟიმში, გამოიწვია მხოლოდ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი შეკითხვები გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, სასულიერო პირებში. ამიტომ, ჩვენ დღეს შევეცადეთ, რომ მიგვეღო უფრო დაწვრილებით განმარტებები. პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10- კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები. საქმე ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის სიმჭიდროვე არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, რომ იყოს დაცული დისტანცია.

ამ შემთხვევაში ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის სხდომის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი, რომ ჩვენმა მრევლმა, ჩვენმა მოქალაქეებმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები. ჩვენ მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე, მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ და მცირე ზომის ტაძრებში ადამიანების ერთნაირი რაოდენობა ვერ იქნება. ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ აქ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ის რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, თითოეული მოქალაქის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მომხდარი აფეთქება გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას და რაიმე დღესასწაულის აღნიშვნას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანრთელობის დაცვასა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული იყოს ეს," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

"მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა... არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლებში" - ამირან გამყრელიძე

"მრევლი, რომელიც ტაძარში მოვა, თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას - მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი" - მეუფე იაკობი