ავტორი:

"რომ არ მყავდე, ჩემ თავს ვუსურვებდი ასეთ ქალიშვილს" - პრეზიდენტი შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს და საზოგადოებისთვის უცნობ ფოტოს აქვეყნებს

"რომ არ მყავდე, ჩემ თავს ვუსურვებდი ასეთ ქალიშვილს" - პრეზიდენტი შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს და საზოგადოებისთვის უცნობ ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილს, ქეთევანს დაბადების დღე აქვს. პრეზიდენტი შვილს "ფეისბუქის" პირადი გვერდის საშუალებით ულოცავს და აქამდე საზოგადოებისთვის უცნობ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ის შვილთან ერთადაა აღბეჭდილი.

"გილოცავ ქეთევან, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში! რომ არ მყავდე, ჩემ თავს ვუსურვებდი ასეთ ქალიშვილს. შორიდან აღარ მომელოცის და ასე ხელებით დიდხანს ვისაუბროთ" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fphoto.php%3Ffbid%3D10157921394157707%26set%3Da.10151264397202707%26type%3D3&width=500" width="500" height="632" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allow="encrypted-media"></iframe>

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი წლებია France 24-ის ჟურნალისტია. აქამდე ის ფრანგული ტელეკომპანიაში რეპორტიორად და სპორტულ რედაქტორად მუშაობდა, ასევე უძღვებოდა გადაცემებს. როგორც ცნობილი გახდა, ამიერიდან პრეზიდენტის ქალიშვილი ჟურნალისტურ მოღვაწეობას ვაშინგტონში გააგრძელებს და France24-ის ოფიციალურ კორესპონდენტი იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა

"დღეს დილას, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მუშაობის პროცესში თავი იგრძნო შეუძლოდ..." - “ევოლუშენ გეიმინგი”  განცხადებას ავრცელებს

"ჩემი მკურნალობა გრძელდება" - გამოჯანმრთელებულებს შორის ამირან გამყრელიძის შვილი, ჯერჯერობით, არ არის

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს