ავტორი:

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

საქართველოში გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც სხვა აკრძალვებთან ერთად ათზე მეტი ადამიანის შეკრებასაც ზღუდავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, აკრძალვა ეკლესიასაც დაუწესდება.

"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა, სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვალა.

დღეს კი ტაძრებში წირვა მიმდინარეობს. ზოგიერთ ეკლესიაში ადამიანები ტაძრის გარეთ, ეზოში არიან შეკრებილნი და დისტანციას იცავენ, ზოგან კი ასე არ ხდება. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები იმისა, თუ რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია მივიდა, თუმცა მისვლის მიზეზი უცნობია.

ვნახოთ ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება:

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით - პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა