ავტორი:

"მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე

"მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყანაში პარტიებმა ხმა იმისთვის მისცეს, რომ შეზღუდვები ეკლესიას შეხებოდა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პარტიების წარმომადგენლებს უყვართ ხოლმე თქმა, რომ IQ აქვთ, თუმცა, მისი შეფასებით, მათ "IQ აკლიათ“.

ბოდბელი მიტროპოლიტი პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, 21 აპრილს, თუ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, „22-ში ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში“.

"არასერიოზული საუბრები მიდის, ჩვენ რა ვინმეს დავასნებოვნებთ? ამდენი ჟურნალისტი რომ დგახართ ერთად რამე დისტანციას იცავთ? - არ იცავთ. ტყუილად იბრძოლებენ ეს ადამიანები ეკლესიასთან და ვერაფერს მიიღებენ. მესმის, რომ სახელმწიფო მართლა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და მივესალმები. თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით?! მაგრამ ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმისთვის, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, ჩვეულებრივი...., მაგათ უყვართ ხოლმე თქმა, IQ აქვთ, IQ აკლიათ. ყველას აკლია. რითი უნდა გავაჩეროთ, მოდის ხალხი. პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? იყო მოსული, მოვიდა და წავიდა. არ არის მისი საქმე აქ. თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს, სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტროლებინებთ.

სახელმწიფომ დააწესა საგანგებო მდგომარეობა. ეს ჩვეულებრივ მივიღე. მაცხოვართან რომ მივიდნენ და გადასახადი მოსთხოვეს „კეისარს კეისრისაო“ - თქვა. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ღმერთს ღვთისა“. მოდის ხალხი. ჩემთან თუ 1000 კაცი მოვიდა, ვინც არ უნდა მითხრას, 10 მოვიდეს მეტი არაო, ან 20 და 70, იმას ვეტყვი ღმერთთან მოსულ ადამიანს, წადი? მრევლი დღეს კარგად იდგა.

ეს პერიოდი ეკლესიას უკვე გავლილი აქვს, წინა საუკუნეშიც გაუვლია. ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, 21-ში თუ მოხსნიან (საგანგებო მდგომარეობას) 22-ში წავიდნენ და ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში პარტიებმა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა - "მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

"მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათებზე აესახებათ" - "თბილისი ენერჯის" განცხადება