ავტორი:

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა - "მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში"

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა - "მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში"

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი გადმოჰყავთ. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვთან ერთად კლინიკაში გადმოჰყავთ მისი მშობელიც, თუმცა როგორც ეზუგბაია განმარტავს, მას ამ ეტაპზე კორონავირუსი არ უდასტურდება.

"დღეს დილიდან ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა, ერთი ჩვენთან უკვე შემოყვანილია. ეს არის შემოტანილი შემთხვევა, ეს პაციენტი არის სომხეთიდან ჩამოსული. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

მეორე დადასტურებული გადმოჰყავთ პაციენტი ბათუმიდან, ეს არის 10 წლის ბავშვი, მშობელთან ერთად. მისი ისტორია იქნება ცნობილი ხვალ, მას შემდეგ რაც პაციენტს მივიღებ. მშობელს არ აქვს კორონავირუსი, მხოლოდ ბავშვია დადასტურებული" - აღნიშნა ეზუგბაია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანრთელებულია.

"კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის პაციენტი იმდენად უკეთესად იყო, რომ სასუნთქი აპარატიდან მოვხსენით" - ლალი ტურძელაძე

"ცოლისგან ქმარი არ დაინფიცირდა, რაც ცოტა გამოუცნობი ფენომენია - კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა" - მარინა ენდელაძე

"მზად ვარ ყველა ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც სანიტარი და ექთანი" - ვაჟა გაფრინდაშვილი