ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ენდელაძემ ტელეკომპანია "ფორმულაზე", "გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს.

"ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ ბოლო დღეებში არის უფრო მატება ახალი შემთხვევების. იმედი მაქვს, მიღებული ღონისძიებები, შედეგს მოგვცემს. პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. შეიძლება ხვალ ყველა ვერ გავწეროთ, ალბათ რამდენიმე დატოვებს კლინიკას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი.

ამ გამოჯანმრთელებულებში ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო, ძალიან გვეშინოდა, რომ ცუდი პროგნოზით დამთავრდებოდა. ახლაც გვყავს მძიმე პაციენტები, საყურადღებო, დინამიკაში დასაკვირვებელი. მოგეხსენებათ, მაგალითად გრიპის შემთხვევაში, სიმპტომები ყველაფერი ერთად ვლინდება, ამ ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის, იწყება და დინამიკაში თანდათან მატულობს სიმტპომატიკა. შეიძლება ისე დამძიმდეს მსუბუქად დაწყებული პაციენტის მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგიც დადგეს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი დაინფიცირდა. ზემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით კი, პაციენტებიდან ამჟამად სულ 8 გამოჯანმრთელებული ადამიანია, რადგანაც აქამდე უკვე გვქონდა გამოჯანმრთელების 3 დადასტურებული ფაქტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 155-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"