ავტორი:

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი კი, ინფექციურიდან უკვე გაწერეს

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი კი, ინფექციურიდან უკვე გაწერეს

23 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კლინიკიდან კი უკვე გაწერეს 5 პაციენტი, რომლებიც ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგშია კიდევ 3 პაციენტი, რომლებსაც უახლოეს დღეებში გაწერენ ექიმები და საბოლოოდ, 8 გამოჯანმრთელებული პაციენტია უკვე საქართველოში.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტიდან 4 პრობლემურია.

„ჩვენთან მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა პროგრესულად სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურობა გამოწვეულია ამ ოთხი პაციენტის ასაკობრივი ზღვარის გამო, ერთ-ერთ მათგანს მაღალი ასაკობრივი ხანდაზმულობით და პარალელურ რეჟიმში, თითოეულ პაციენტთან არის თანაარსებული მძიმე დაავადებები.

ერთთან არის მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მეორესთან მძიმე ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერობით, არსებულ მკურნალობას გარკვეულწილად ექვემდებარებიან და ასეთი მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება.

ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ არ იყოს კარგი”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული სულ 54 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია - 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

LIVE: თოქ-შოუ "360 გრადუსი" - საკარანტინე ზონა

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს - მარინა ენდელაძე