ავტორი:

შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს - მარინა ენდელაძე

შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს - მარინა ენდელაძე

კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის პირველადი ტესტის შედეგები უარყოფითია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა, მარინე ენდელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გაგზავნილია კიდევ სამი პაციენტის პირველადი ანალიზი.

„დაგეგილია განმეორებითი ტესტირება, დღეს გაგზავნილია სამი. ველოდებით პასუხებს, ასევე ორზე, პირველადი კვლევით მივიღეთ უარყოფითი. ხვალ გავაგზავნით, ანუ შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს“,- განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 8 პაციენტია გამოჯანმრთელებული. დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 61-მდე გაიზარდა.

ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა

"ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო"

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტბაზე სტუმრობისგან" - ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს