ავტორი:

"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები

"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები

მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგებმა მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მას, ავადობის პერიოდში რამდენიმე ასეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება გადაწყვიტა. ამ მუნიციპალიტეტში უკვე შეიზღუდა შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალებმა მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. დაინფიცირებული ქალისა და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად "კვირის პალიტრა" მარნეულელებს ესაუბრა:

ლანა მამედოვი:

- ჩვენ, ვისაც გვესმის რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, ძალიან შეშინებულები ვართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქ ყველა ასეა. ბევრს ეს ამბავი საერთოდ არ ადარდებს. ძალიან მიხარია, რომ საქმეში ჯარი და პოლიცია ჩაერთო, იქნებ მათ დაამყარონ წესრიგი და აღკვეთონ ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობა.

- მოსახლეობის ერთი ნაწილის უდარდელობა რით არის განპირობებული, მათ ენის ბარიერის გამო შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ თუ საქმის კურში არიან, მაგრამ უბრალოდ მითითებებს არ ასრულებენ?

- ზოგთან მართლაც არის ენის ბარიერი, არც ქართული იციან და არც - რუსული. თუმცა არიან ისეთები, რომლებმაც ყველაფერიც კარგად იციან, მაგრამ მითითებებს არ ასრულებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაფერი გაზვიადებულია და ხალხის დაპანიკება ვიღაცის ინტერესებში შედის. ზოგს სჯერა, რომ ვირუსი მართლა ძალიან სახიფათოა, მაგრამ ჰგონიათ, რომ ეს სხვაგან ხდება და ჩვენ არაფერი შეგვეხება.

გუშინ ქალაქში რომ გასულიყავით, ვერ მიხვდებოდით რომ აქ რაიმე პრობლემა იყო, ერთ ნიღბიანსაც კი ვერ დაინახავდით.

თუ ვინმეს ნიღაბი უკეთია მიხვდებით, რომ ქართველია. პრობლემა მარტო ის კი არ არის, თავად არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, იმ ადამიანებსაც დასცინიან, ვინც ხელთათმანებით და ნიღბით დადიან. ადგილობრივ ხელისუფლებაზე საყვედური არ ითქმის, ქუჩებში და დიდ მაღაზიებში დეზინფექცია ჩაატარეს. პრობლემა კერძო მაღაზიებია, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა და არც ნიღბით საგრებლობს ვინმე. გუშინ ბაზარში ვიყავი და იქაც უამრავი ხალხი იყო, დღეს, როგორც თქვეს, უკვე დაიკეტა. გუშინ იყო ნოვრუზ ბაირამის ბოლო დღე, ეს დიდი დღესასწაულია, როგორც ვიცი, ოჯახებში ყველგან სუფრა იყო და აღნიშნავდნენ ბოლო დღეების განმავლობაში.

- თქვენ თუ იცნობდით იმ ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა?

- პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი ვინ არის, მოედანზე "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა. როგორც თქვეს, უკვე დიდი ხანია ავად არის, ვიდრე სუნთქვის პრობლემა არ შეექმნა, ექიმთან არ მივიდა. მარტო ის არ არის პრობლემა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა, მის მაღაზიაში ყოველდღე ათეულობით ადამიანი შედიოდა. ის და მისი ოჯახის წევრები სახლში არ ჩერდებოდნენ, აქტიურად დადიოდნენ მეზობლებთანაც...წაიკითხეთ სრულად

"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

როგორია მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს"