მეფედრონი და მეთილონი რუსეთშიც აკრძალეს

მეფედრონი და მეთილონი რუსეთშიც აკრძალეს

შესაბამისი საკანონმდებლო დადგენილებით, იმ ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნვა კანონით აკრძალულია, მეფედრონი და მეთილონი მიემატა.

უკვე არსებული კანონმდებლობით ამ ნარკოტიკული საშუალებების დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება და ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანა ან გატანა იკრძალება. მეფედრონის და მეთილონის დიდ რაოდენობად 0,2 გრამი, განსაკუთრებით დიდ რაოდენობად კი 2,5 გრამი დადგინდა.

მეთილონი ამერიკელმა ქიმიკოსებმა პეიტონ ჯეიკობმა და ალექსანდრე შულგინმა 1996 წელს სინთეზის შედეგად მიიღეს. ახალ პრეპარატს, რომელიც "ექსტაზის" სტრუქტურული ანალოგია, ანტიდეპრესანტის სახით მოიხმარდნენ. ამჟამად რუსეთის გარდა მეთილონის ბრუნვაზე კონტროლს დიდ ბრიტანეთში, დანიაში, შვედეთსა და ახალ ზელანდიაში ახორციელებენ.

მეფედრონი ფსიქოსტიმულატორული ეფექტის გამომწვევია, რის გამოც ის აკრძალული ამფეტამინების, მეტამფეტამინებისა და "ექსტაზის" ლეგალურ ალტერნატივად იქცა და პოპულარული გახდა, თუმცა წელს ბრიტანულმა პოლიციამ რამდენიმე ლეტალური შემთხვევის შესახებ ცნობა გაავრცელა, რომელიც მეფედრონის მოხმარებას დაუკავშირდა. შედეგად, დიდ ბრიტანეთში ეს საშუალება და მისი ანალოგები კანონით აიკრძალა.

ავტორიტეტულმა ჟურნალმა The Lancet-მა მეფედრონის აკრძალვის პროცედურა გააკრიტიკა. მეცნიერთა თქმით, აკრძალვის გადაწყვეტილება სამართალდამცველ ორგანოთა გავლენით მანამ მიიღეს, სანამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გამოცხადდებოდა. ამასთან, არ ჩატარებულა ამ ნარკოტიკული საშუალების მეცნიერული კვლევაც.

სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ იმ ახალგაზრდა ბრიტანელების სისხლში, რომელთა გარდაცვალებაც მეფედრონის აკრძალვის ძირითადი მიზეზი გახდა, ამ საშუალების კვალი არ აღმოჩნდა.

მომზადებულია medportal.ru-ს მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი