ავტორი:

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების წყარო საფეხბურთო მატჩი გახდა? - "ეს იყო ნამდვილი ბიოლოგიური ბომბი..."

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების წყარო საფეხბურთო მატჩი გახდა? - "ეს იყო ნამდვილი ბიოლოგიური ბომბი..."

იტალიური პრესა (itasportpress.it; sport.virgilio.it; ilnapolionline.com და სხვ.) აქტიურად განიხილავს იტალიელი ექიმის თეორიას, თუ როგორ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი ქვეყანაში და განსაკუთრებით ბერგამოს რეგიონში.

იტალია ევროპაში ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსმა. ამ დროისთვის, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 63 928 ადამიანია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 6000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 7432 შეადგენს.

რაც შეეხება იტალიელი ექიმის თეორიას - ბერგამოს პაპ იოანე XXIII-ის სახელობის საავადმყოფოს პულმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ფაბიანო დი მარკო ქვეყანაში ვირუსის გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით, საინტერესო დასკვნამდე მივიდა. მისი თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა საფეხბურთო მატჩი გახდა:

"19 თებერვალს ბერგამოდან 40 ათასამდე გულშემატკივარი გაემგზავრა მილანში, "ატალანტასა" და "ვალენსიას" საჩემპიონთალიგო მატჩის საყურებლად ("ატალანტა" ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მილანის "სან სიროზე" ატარებდა - რედ). გაემგზავრნენ ავტობუსებით, მსუბუქი ავტომანქანებით, მატარებლებით... ეს იყო ნამდვილი ბიოლოგიური ბომბი", - მოჰყავთ დი მარკოს სიტყვები იტალიურ გამოცემებს.

სხვათაშორის, ექიმის ამ მოსაზრებას ბევრი მისი იტალიელი კოლეგაც იზიარებს... წაიკითხეთ მეტი

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა - მას ექიმებმა "ჰაილენდერი" უწოდეს

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად

იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა