ავტორი:

"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა

"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა

26 წლის ჰამიდ სადიკოვი გარდაბნის რაიონში, სოფელ კალინინოს სკოლაში მასწავლებელია. ის ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ გაიცნო, რაც ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთა, რითაც ეთნიკური აზერბაიჯანელების გულისწყრომაც დაიმსახურა.

ამჯერად, სადიკოვი მარნეულში, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ამბავს ეხმაურება და წუხს, რომ ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო, ქართველები მთელ ეთნოსს აყენებენ შეურაცხყოფას:

"ის "ზოგიერთები" რომლებიც დეზერტირების ბაზრობაზე პომიდორის 10 თეთრით ნაკლებად შესაძენად "ბაჯის" (დაიკო) იძახდა, "გარდაშს" იძახდა, ახლა რადგან მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად გამოცხადდა, კომენტარებში ლანძღავენ, მთელი გულ-ღვიძლით ისე ლანძღავენ მთლიან ეთნოსს, ხალხს, იმ ქალს კი არ ლანძღავენ, უპასუხისმგებლობიდან ან უცოდინრობიდან გამომდინარე, არა პირდაპირ ხალხს აგინებენ, უგინებელი ადგილი არ დატოვეს, ერთი სიწმინდე არ დატოვეს...

დახოცეთო - ერთი იძახის, დახვრიტეთო - მეორე იძახის, მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო - მესამე იძახის, გადავასახლოთო - მეოთხე იძახის და ასე უსასრულოდ გრძელდება...

და იმდენნი არიან სიძულვილის ენით მოლაპარაკეები, ლამის ქვეყნის ორი მესამედი... როგორ უნდა გაუძლოს გულმა.

არაუშავს მოვა ზაფხული, დამწიფდება ისევ პომიდორი, დამწიფდება ის თაობაც, რომლებიც ერთმანეთს მიიღებენ ყველანაირი განსხვავების გარეშე... გაივლის ეს კორონა, დაავიწყდება კიდევაც, მაგრამ ლამის ორი მესამედის მხრიდან სიძულვილით მიყენებული ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება...

ვინც ამ ამ უაღრესად რთულ დღეებში სოლიდარობას უცხადებს კარანტინში მყოფ ადამიანებს,განურჩევლად მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა, ჩაცმულობისა და ფეხსაცმლის ფასისა, პროფესიისა და სტატუსისა, გიკოცნით შუბლებს (აზერბაიჯანული სტილით), გულ-ღვიძლით სავსე ეშხითა და სიყვარულით" - წერს სადიკოვი.

"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი

"მე რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შაქარაშვილის საქმის მოწმეზე, რომელიც სოც.ქსელში თავდასხმის ობიექტი გახდა

როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძე შვილის გაჩენის შემდეგ - ახალი ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"