ავტორი:

1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4494 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4494 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2389 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.2105 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7436 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4578 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.2858 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ამასთან, ეროვნული ბანკი 25 მარტს, აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

„კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს გაივლიან

ფონდში, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, 5 მლნ-მდე ლარი შეგროვდა

ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხი მოიხსნა, ავიარეისებს კომპანია საკუთარი სახსრებით შეასრულებს - რომან ბოკერია