ავტორი:

თბილისში გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებს დეზინფექცია ჩაუტარდა - ნახეთ ფოტოები

თბილისში გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებს დეზინფექცია ჩაუტარდა - ნახეთ ფოტოები

წუხელ გვიან ღამით თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გაჩერებებისა და მეტროს შესასვლელების დეზინფექცია განხორციელდა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო ყოველ დღე მუშავდება სპეციალური ხსნარებით. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოკლას ის ბაქტერია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს პრეპარატი ჯანმრთლობისთვის საშიში არ არის, ამიტომ არავის შეეშინდეს“, - განაცხადა კალძემ.

ქუჩების დეზინფექციის პროექტ მერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

"მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილი აპარატულ სუნთქვაზეა, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო"

"ეზოებში მოქალაქეების სიმჭიდროვე შეინიშნება, ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობით, ცეცხლს ვეთამაშებით"

სემეკმა შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა