ავტორი:

"ეზოებში მოქალაქეების სიმჭიდროვე შეინიშნება, ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობით, ცეცხლს ვეთამაშებით"

"ეზოებში მოქალაქეების სიმჭიდროვე შეინიშნება, ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობით, ცეცხლს ვეთამაშებით"

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობით „ცეცხლს ეთამაშებიან“. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეები ასევე უნდა მოერიდონ სიმჭიდროვეს, რათა მათ ამით ინფექციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

"რაიონებში, მრავალბინიან კორპუსებში, ეზოებში მოქალაქეების სიმჭიდროვე შეინიშნება და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე. ამიტომ, მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცავთ საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ სხვისასაც. შესაძლოა, ჩვენ ვინმესთვის აღმოვჩნდეთ ასევ ვთქვათ მსხვერპლის საბაბი და ასევე, საკუთარი თავი ჩავაგდოთ ხიფათში. ამიტომ, დავიცავთ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, რეკომენდაციების უფრო მაღალი ხარისხის შესრულება გვჭირდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ჩვილსა და კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის, მარნეულელ ქალს შორის ნათესაური კავშირი არ დასტურდება"

"კიდევ ერთის მდგომარეობა დამძიმდა" - ლევან რატიანი საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ პაციენტებზე